LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ლარიანი შეზლონგები ბათუმში: „ალბათ ამიტომაცაა ცარიელი“

760

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ სეზონის დაწყებამდე განაცხადა, რომ პლაჟზე შეზლონგებსა და ქოლგებზე წელს ფიქსირებული ფასი იქნებოდა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთელი პლაჟი ბულვარის ადმინისტრაციას არ ეკითვნის.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ ადგილზე შეზლონგების ფასი 25 ლარია…

„ფორტუნამ“ ამ საკითხზე ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, სადაც განმარტეს, რომ „ივერია ბიჩის“, „მანდარინის“ და სხვა კაფე–ბარებისა თუ სასტუმროების პლაჟების ტერიტორიას ისინი ვერ აკონტროლებენ.

ხოლო მათ მიერ იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე ფასები ნამდვილად ფიქსირებულია – შეზლონგის ფასი არ აღემატება 3 ლარს, ხოლო ქოლგის 1 ლარს.

“ეს კერძო ტერიტორიაა. ჩვენ ტერიტორიაზე – სანაპირო ზოლზე, რომელსაც იჯარით გავცემთ, არის გაწერილი რეგულაციები და ასეთი ფასები არ არის. “ივერია ბიჩის” და სხვა კერძო ტერიტორიების რეგულაციებში ჩვენ ვერ ვერევით. თუ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი ფაქტი გამოვლინდა, აუცილებლად უნდა მოგვმართონ დამსვენებლებმა”, – განაცხადა მაგდა ჯაიანმა.

ბათუმის პლიაჟის ნაწილი ქალაქის მერიის სამსახურის, ნაწილი კი ფინანსთა სამინისტროს ბალანსზეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები