25 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში ილო ღლონტის ახალი კომედიური დრამა რატომ ვართ ერთად გამოდის.
ფილმი რეალურ, თბილისში მომხდარ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც რეჟისორს ახალგაზრდობაში გადახდა. სურათში მთავარ როლებს ილო ღლონტის ოჯახის წევრები: მამა – ლევან ღლონტი, ძმა – ივანე ღლონტი და ბებია მარინე ყუბანეიშვილი ასრულებენ.
ფილმის პრემიერა გაიმართა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო მარინე ყუბანეიშვილმა.
სეანსზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ ამ ბმულზე.