LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 -მდე დამსაქმებელი და 2000-ზე მეტი ვაკანსია- თბილისში დასაქმების ფორუმი იმართება

321

კრწანისის რაიონის გამგებლის, ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, დღეს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობითა და „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”-ს ჩართულობით დასაქმების ფორუმი გაიმართება. დასაქმების ფორუმი „საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA”-ში ჩატარდება.

ღონისძების ორგანიზატორების ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე 25 -მდე დამსაქმებელი შრომის ბაზარზე 2000-ზე მეტი აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ამავდროულად, მათ მიეწოდებათ ინფორმაცია, ყველა იმ პროგრამისა და სერვისების შესახებ, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

ანალოგიური ფორუმები, თბილისის მასშტაბით, მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა ჩუღურეთის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, გლდანის, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში. დასაქმების ფორუმში შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge – ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმი 14:00 საათზე დაიწყება და ორ საათს გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g