LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ოქტომბერს ანიტა რაჭველიშვილი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს

46

25 ოქტომბერს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება, დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი. მომღერალი წარადგენს კომპოზიციებს, რომელთა ორიგინალური ვერსიების ავტორი მაესტრო რაჭველი იქნება. ღონისძიების სპეციალური სტუმარი გახლავთ ახალი თაობის ვირტუოზი მევიოლინე ზუიუ ჰე.

გალაკონცერტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსის ვატო მაღრაძის დასახმარებლად იმართება.

ბილეთები უკვე განთავსდა საიტზე tkt.ge. ბილეთების ღირებულება; 20-დან 60 ლარამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g