LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 ოქტომბერს ასურეთის ღვინის ფესტივალი ჩატარდება

104
ასურეთის ღვინის ფესტივალი

25 ოქტომბერს, ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების ორგანიზებით, ბოლნისის ღვინის გაერთიანებასთან, აგროცენტრთან და Banhof-თან პარტნიორობით, ასურეთის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ჩატარდება, რომელზეც ქვემო ქართლის მეღვინეები უნიკალური ჯიშებით დაწურულ ღვინოებს წარადგენენ.

ღონისძიებაზე, რომელიც 13:00 საათიდან დაიწყება, სტუმრებს ელოდებათ: ღვინის დეგუსტაცია, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და ცოცხალი მუსიკა

ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო, Helvetas Swiss Intercooperation და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g