„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩვენად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).
რაც შეეხება სხვა პარტიებს:
„ საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი)
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი)
„ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი)
„ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი)
„გირჩი“ – 3% (2 მეორე არჩევანი)
გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2% ( 3 % მეორე არჩევანი)
„ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი)
„მოქალაქეები“ – 2% ( 2% მეორე არჩევანი)
„ხალხისთვის“ – 2% (1% მეორე არჩევანი)
„პატრიოტთა ალიანსი“ – 1% (1% მეორე არჩევანი)
„კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ იფნო“ – 1% (1% მეორე არჩევანი)
„ევროპული საქართველო“ – <1% (1% მეორე არჩევანი)
სხვა – 1% (<1% მეორე არჩევანი)
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.