LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო – კანონების არადემოკრატიულად შეფასება დიპლომატების, პოლიტიკოსების საქმე არ არის, დაველოდოთ სასამართლოს“ – ნიკოლოზ სამხარაძე ნიდერლანდების ელჩს

108
nikoloz-samkharadze-ashsh-is-saprezidento-archevnebs-daakvirdeba_w_h

„25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო , – ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე X-ზე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, მელინე არაკელიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოში უკუსვლაა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების მხრივ და “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა გაჩერებული”.

რაც შეეხება კანონებს, როგორც ნიკოლოზ სამხარაძე აღნიშნავს, კანონების არადემოკრატიულად შეფასება პოლიტიკოსების საქმე არ არის.

“25 თავში პროგრესი პროგრესია, როგორც არ უნდა შეხედო. თქვენი ლოგიკით, ასოცირების შეთანხმებაში პროგრესი, მაშინ საერთოდ არ არის პროგრესი. რაც შეეხება კანონებს, კანონების არადემოკრატიულად შეფასება დიპლომატების/პოლიტიკოსების საქმე არ არის, არამედ სასამართლოსი. ასე რომ, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს სამხარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g