ევროვიზია 2024-ის ფინალს, სადაც წელს კონკურსზე საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა, ხოლო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული შვეიცარიის წარმომადგენელი Nemo გახდა, ,,ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ვიდეო: „საქართველო, მიყვარხარ”- ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შესრულება ევროვიზიაზე
შენგელია წერს, რომ ,,ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა”
„ 25 წელია ამას ვამბობ: Eurovision Is The Most ბ ა ნ ძ ი Song Contest In The World, თავის წლევანდელი გამარჯვებულით… ჯერ ჰარი სთაილსი რა არის და მერე კიდევ სადაც მისი “ჩინურ-სუროგატული” ვერსია იმარჯვებს ამ მასშტაბის კონკურსში, იქ რაიმე ღირებულზე საუბარიც კი ზედმეტია…
ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა და სანამ ამ კონკურსს საიმონ ქაუელის, ენდრიუ ლოიდ-ვებერის ან საიმონ ფულერის დონის მუსიკალური პროდიუსერი არ მოკიდებს ხელს და არ მიაბამს მას მსოფლიოს წამყვან რექორდ ლეიბლებს, როგორც ეს “X Factor”-ის და “Pop Idol”-ის შემთხვევაში მოხდა”- წერს ზაზა შენგელია.
🔴 25 წელია ამას ვამბობ: Eurovision Is The Most ბ ა ნ ძ ი Song Contest In The World, თავის წლევანდელი გამარჯვებულით… ჯერ…
Posted by Zaza Shengelia on შაბათი, 11 მაისი, 2024