25 წლის შემდეგ – პირს ბროსნანი და ბავშვები ფილმიდან „მისის დაუთფაიერი“ (ფოტო)

350

„მისის დაუთფაიერი“ 1993 წლის ფილმია, რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარული კომედიური ფილმების სიას ლიდერობს. ფილმის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ ფილმის მთავარი გმირები ისევ შეიკრიბნენ. მათ შორის 38 წლის მეთიუ ლაურენსი, 31 წლის მარა ვუისლონი და 39 წლის ლიზა ჯაკუბი. ფილმში ისინი პატარები არიან და რობინ უილიამსისა და სელი ფილდის შვილების როლს ასრულებენ. თავად რობინ უილიამსი 2014 წელს გარდაიცვალა, სამაგიეროდ ფილმის შემოქმდებით ჯგუფს შეუერთდა პირს ბროსნანი, რომელიც ფილმში ასევე მთავარ როლს ასრულებს.

შეკრების მიზეზი ფილმის 25 წლის იუბილეა, რომელიც მეგობრებმა და ძველმა კოლეგებმა ერთად აღნიშნეს. შეხვედრას არ ესწრებოდა სელი ფილდი, რომელიც ფილმში ასევე მთავარ როლს ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები