ცნობილმა არგენტინელმა ჟურნალისტმა ანხელ დე ბრიტომ განაცხადა, რომ შაკირამ ყოფილ პარტნიორთან, ანტონიო დე ლა რუასთან ურთიერთობა აღადგინა. აღნიშნულმა ინფორმაციამ მედიასა და შოუბიზნესის სამყაროში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ჟურნალისტის თქმით, ის მომღერლის ერთ-ერთი კონცერტის VIP ზონაში იმყოფებოდა, მიწვევა კი შოუს პროდიუსერისგან მიიღო. მასთან ერთად იყო ინეს პერტინეც, არგენტინის ყოფილი პრეზიდენტის, ფერნანდო დე ლა რუას ქვრივი.
დამატებით, ცნობილი გახდა, რომ შაკირა დე ლა რუას ოჯახში, ურუგვაის სახლში იმყოფებოდა. მომღერალს თან ახლდნენ შვილები, მილანი და საშა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ისინი მაიამის ერთ-ერთ რესტორანშიც შენიშნეს, სადაც ანტონიო მომღერალთან და მის შვილებთან, მილანთან და საშასთან ერთად იჯდა. ამის შემდეგ კი დე ლა რუა არტისტის კონცერტს დაესწრო.
რაც შეეხება წყვილის ურთიერთობას, მათი რომანი 2000 წელს დაიწყო, 10 წელს გასტანა და სკანდალით დასრულდა. არგენტინის ექს-პრეზიდენტის ვაჟი შაკირასგან კომპენსაციის სახით, 45 მლნ დოლარს ითხოვდა, თუმცა მომღერალმა მას სასამართლო პროცესი მოუგო. დე ლა რუა აცხადებდა, რომ შაკირა, როგორც ბრენდი და მუსიკალური პროექტი, სწორედ მისი შექმნილი იყო.
