LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

25 წლის ზენდაიას ოთხი ნომინაცია და რეკორდი „ემიზე“ – ნომინანტებს შორის HBO-ს სერიალი „მემკვიდრეობა“ ლიდერობს

206
ზენდაია,

გუშინ ამერიკის სატელევიზიო პრემიის „ემის“ ნომინანტები დასახელდნენ. მათი ვინაობა საზოგადოებას ჯეი ბი სმუვმა და მელისა ფმერომ გაუმხილეს. ყველაზე მეტი ნომინაცია წელს მიიღო HBO-ს სერიალმა „მემკვიდრეობა“, რომელსაც ჯამში 24 ნომინაცია ერგო. მეორე ადგილზე ნომინანტების რაოდენობით გავიდა სერიალი „ტედ ლასსო“, ხოლო მესამეზე, „თეთრი ლოტოსი“. წელს „ემის“ რეკორდი მოხსნა 25 წლის ზენდაიამ, ის ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც „ემის“ ზედიზედ მეოთხე ნომინაცია მიიღო.

საუკეთესო დრამატული სერიალი:

„უმჯობესია დაურეკოთ სოლს“

„ოზარკი“

„ეიფორია“

„უცნაური ამბები“

„კალმარის თამაშები“

„ბზიკები“

„მემკვიდრეობა“

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში

ჯოდი კომერი – „ევას მკვლელობისას“

ლორა ლინი – „ოზარკი“

მელანი ლინსკი – „ბზიკები“

სანდრა ო – „ევას მკვლელობისას“

რიზ უიზერსფუნი – „დილის შოუ“

ზენდაია – „ეიფორია“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დრამატულ სერიალში

ჯეისონ ბეიტმანი – „ოზარკი“

ბრაიან კოქსი  – „მემკვიდრეობა“

ლი ჩონ ჩე – „კალმარის თამაშები“

ბობ ოდენკერკი – „უმჯობესია დაურეკოთ სოლს“

ადამ სკოტი – „მემკვიდრეობა“

ჯერემი სტრონგი – „მემკვიდრეობა“

სებასტიან სტენი  – „პემი და ტომი“

საუკეთესო მინი სერიალი

„ნარკოდაავადება“

„გავარდნილი“

„გამოგონილი ანა“

„პამი და ტომი“

„თეთრი ლოტოსი“

საუკეთესო მსახიობი ქალი მინი სერიალში

ტონი კოლეტი – „კიბე“

ჯულია გარნერი –  „გამოგონილი ანა“

ლილი ჯეიმსი –  „იმპიჩმენტი“

მარგარეტ კველი  – „მოსამსახურე“

ამანდა სეიფრიდი – „გავარდნილი“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მინისერიალში

კოლინ ფერტი – „კიბე“

ენდრიუ გარფილდი – „ზეციური დროშის ქვეშ“

ოსკარ აიზეკი – „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“

მაიკლ კიტონი – „ნარკოდაავადება“

ხიმეშ პატელი  – „სადგური ნომერი თერთმეტი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები