უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე მასიური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც 250 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის, წყლის და სითბოს გარეშე დარჩა.
„ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონზე მტრის მასიური თავდასხმის შედეგად სახლების მნიშვნელოვანი რაოდენობა ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშეა. სითბოს გარეშე დარჩა საავადმყოფოები, კლინიკები და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანი – 250 ათასზე მეტი მცხოვრები – სითბოს და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – განაცხადა ოდესის მერმა, გენადი ტრუხანოვმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგების აღმოფხვრისა და დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევის მიზნით საგანგებო სიტუაციების სპეციალისტების მუშაობა გრძელდება.