LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„26 ოქტომბერს ჩვენ არა მხოლოდ უბრალო ბიულეტენი, არამედ, ხელში ჩვენი ქვეყნის მომავალი გვეჭირება“ – სერგო ჩიხლაძე

118
სერგო ჩიხლაძე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადამიანებმა „უკეთესი მომავალი, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ევროპული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული ჯანდაცვა და ევროპული განათლება უნდა ავირჩიოთ“.

ჩიხლაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო, რათა მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სიღატაკეს და იზოლაციას უარი უთხრას.

„ზუსტად ორი კვირა რჩება 26 ოქტომბრის არჩევნებამდე. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, 26 ოქტომბერს ჩვენ გვეჭირება არა მხოლოდ უბრალო ბიულეტენი, არამედ ხელში ჩვენი ქვეყნის მომავალი გვეჭირება. ეს არჩევნები მომავალი ათწლეულების განმავლობაში გადაწყვეტს საით წავა ჩვენი ქვეყანა, სად წავალთ თითოეული ჩვენგანი. 26 ოქტომბერს მაქსიმალური მობილიზაცია, რომ ყველა მივიდეთ არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას”, იმ სიღატაკეს, ბოროტებას, ღვარძლს, ქართველების ქვეყნიდან გაქცევას ვუთხრათ უარი.

ავირჩიოთ უკეთესი მომავალი, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ავირჩიოთ ევროპული ხელფასები, ევროპული პენსიები, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული განათლება, აი ეს ორი არჩევანი გვიდგას წინ. ამიტომ, ვინც კიდევ ჭოჭმანობს, წავა თუ არა არჩევნებზე, ყველა ასეთ ადამიანს ხელი მოვკიდოთ, დავარწმუნოთ და მივიყვანოთ არჩევნებზე. 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ჩვენი, ჩვენი მშობლების, ჩვენი შვილების ბედი წყდება – ვიცხოვრებთ ევროპულ, ნათელი მომავლის მქონე ქვეყანაში, კეთილდღეობაში თუ ვიცხოვრებთ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების” კორუფციაში, ჭაობში და იზოლაციაში. ეს არჩევანი ზუსტად ორ კვირაში უნდა გავაკეთოთ. მაქსიმალური მობილიზაცია და მაქსიმალურად მისვლა საარჩევნო უბნებთან. ასევე მინდა, დღეს, მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს, თანამებრძოლებს, პატრიოტ ადამიანებს, ვაკის პარკში, 21:00 საათზე, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრა იქნება ჩვენს ამომრჩევლებთან“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g