„წასული“ – თეატრალიზებული პრეზენტაცია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში ინგლისურ და ქართულ ენებზე (სინქრონული თარგმნით) 26 ოქტომბერი, 20:00 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისა და ემილია-რომანის ეროვნული თეატრის კოპროდუქცია.
პროექტი განხორციელდა იტალიური თეატრალური კომპანია KEPLER – 452-ის მიერ, ემილია-რომანიის კულტურის ფონდის ATER მხარდაჭერით.
ორგანიზატორი – ფესტივალი ,,საჩუქარი”
***
Gone – წასული
რეჟისორი – ნიკოლა ბორგეზე
დრამატურგი – ენრიკო ბარალდი
რეჟისორის ასისტენტი – ანუკი ხოშტარია
მონაწილეობენ:
ნინო ბურდული
თემო ნატროშვილი
ნიკა წერედიანი
ლუკა ჩიბუხაია
კატო კალატოზიშვილი
პაატა ინაური
ქეთა შათირიშვილი
ლიზა ნიკვაშვილი
გიორგი ჩაჩანიძე
სპექტაკლის შესახებ:
1980-იანი წლებიდან დღემდე, საქართველოს თითქმის მეოთხედმა, უმეტესად ქალებმა, ქვეყანა დატოვა. იტალია კი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ამ მიგრაციული ტალღისთვის.
რა უბიძგებს ადამიანებს წასვლისკენ? რა ამოძრავებთ მათ? და აქ ვინც რჩება? რას ტოვებენ ისინი უკან? როგორია ეს სიცარიელე მათი წასვლისას? და რა რჩება ამ ადგილზე?
გვჯერა, რომ ამ დაპირისპირებაში — წასულებსა და დარჩენილებს შორის — იმალება ძალზედ ნაყოფიერი ნიადაგი ახალი თეატრალური კვლევისთვის. ამ პროექტის მიზანია ემიგრაციის თემა ახლო კუთხით წარმოაჩინოს — იმ ადამიანების ბიოგრაფიების და ისტორიის ხელახლა გადმოცემით, რომლებმაც წასვლა გადაწყვიტეს ან აქ დარჩენა.
