კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტროს (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორ კრის ალანსა და დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.
გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნების ადმინისტრირების მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო არჩევნებში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვას, ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებასა და ზოგადად ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებს.
ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს იმ კონტრიბუციის გამო, რომელიც ბრიტანულმა მხარემ სხვადასხვა მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებისთვის უკვე განახორციელა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
თავის მხრივ კრის ალანი საარჩევნო გარემოს და 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩართული მხარეების როლითაც დაინტერესდა. მან გიორგი კალანდარიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ადმინისტრირების მიმართულებით.
შეხვედრა 26 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა.