LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 სექტემბრიდან ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტი და რეექსპორტი აიკრძალა

248
avto

რუსეთსა და ბელარუსში ამერიკული ავტომობილების ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტი და რეექსპორტის აკრძალვაც.

ღირებულების მიუხედავად, აკრძალვა ეხება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილ 1,900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებს, ისევე როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ ჯერ კიდევ 3 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქართველო ამ ნაბიჯით საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით  შესაბამისი ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g