26 წლის მოდელი, ქსენია დელი ცოლად 62 წლის ბიზნესმენს ოსამა ფათჰი რაბას გაჰყვა. ქორწილი კუნძულ სანტორინიზე, სოფელ პიგროსში მილიონ ევროზე მეტი დაჯდა.
საზეიმო საღამოს 150 ადამიანი ესწრებოდა, მათთვის მაგიდები ხედით ოკეანეზე, ღია ცის ქვეშ გაშალეს. პატარძლისთვის კაბა ზუჰაირ მურადმა შექმნა. საქორწილო ტორტი დაახლოებით ერთი მეტრი სიმაღლის იყო და ხუთი ფენისგან შედგებოდა.
ბევრი დეტალი ქორწილის შესახებ ცნობილი არ არის, სოციალურ ქსელებში განთავსებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ქსენიამ საცეკვაო მოედანზე მეგობრებთან ერთად კარგად მოილხინა. ქორწილის შემდეგ კი წყვილს ხანმოკლე თაფლობის თვე ჰქონდა. ორიოდე დღე მათ სანტორინიზე გაატარეს, შემდეგ კი შვეიცარიაში, მოდელის მშობლებთან გაემგზავრნენ.
ჟენევას დატოვების შემდეგ ოსამა და ქსენია ჯერ პარიზს, შემდეგ კი – ლისაბონს ესტუმრნენ.
ქსენია საზოგადოებისთვის უფრო მეტად ჯასტინ ბიბერის მუსიკალური ვიდეოს გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, ვიდეო სინგლისთვის What Do You Mean გადაიღეს. ჟურნალისტები წერდნენ, რომ მოდელი ჯასტინ ბიბერს ხვდებოდა, ისინი ლოს-ანჯელესში ერთადაც დააფიქსირეს. მოგვიანებით კი ქსენიამ განმარტა, რომ ის და ჯასტინი მეგობრები იყვნენ და ვახშამიც მხოლოდ მეგობრული იყო.