რამდენიმე კვირის წინ, ლეონარდო დიკაპრიოს 50 წელის შეუსრულდა, ეს დღე ოსკაროსანმა მსახიობმა გრანდიოზულად აღნიშნა. შემდეგ კი დედასთან და შეყვარებულთან ერთად მექსიკაში, კაბო სან ლუკასში, ეგზოტიკურ მოგზაურობაში გაემართა.
ლეოს 26 წლის შეყვარებულმა, მოდელმა ვიტორია ჩერეტიმ „ინსტაგრამზე“ უკვე გაავრცელა ფოტოების სერია სათავგადასავლო ტურიდან. ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, წყვილმა დაუვიწყარი დრო გაატარა.
ახლახან კი ლეო მოგზაურობიდან დაუბრუნდა, ის აეროპორტში გადაიღეს, აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი მსახიობს წვერი აქვს გაჭაღარავებული. მის ფოტოებს უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.
„26 წლის შეყვარებულთან ეგზოტიკური მოგზაურობის შემდეგ, 50 წლის ლეონარდო დიკაპრიო გაჭაღარავებული წვერით დაბრუნდა“, „გააჭაღარავეს ახალგაზრდა გოგებმა“, „გახდა 50 წლის და გაჭაღარავდა“, – არ წყდება კომენტარები.
ლეონარდო დიკაპრიო, დედასთან და საცოლესთან ერთად, მეხიკოში სამოგზაუროდ გაემართა
ფოტო: 49 წლის ლეონარდო დიკაპრიო თავის „ანგელოზთან“ ერთად ხელჩაკიდებული ნიუ-იორკში