LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ქუმსიაშვილი 42 წლის გახდებოდა – გელა დაიაური მეუღლეს იუბილეს ულოცავს

3917
თეონა ქუმსიაშვილი

დღეს თეონა ქუმსიაშვილის დაბადების დღეა.

მომღერალი 42 წლის გახდებოდა.

თარიღს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, გელა დაიაური ეხმაურება და თეონას ფოტოს გვიზიარებს.

გელა დაიაური აღნიშნავს, რომ თეონა დღეს 42 წლის გახდებოდა.

შეგახსენებთ, 2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა – „ჯი­პის“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც 10 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზი­დან გა­და­ვარ­და, ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფამ 7 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის – 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და მისი ორი ვაჟი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ავა­რი­ი­სას ასე­ვე და­ი­ღუპ­ნენ თე­ო­ნას და – ნა­თია, გელა და­ი­ა­უ­რის მეჯ­ვა­რე ბერ­დია არა­ბუ­ლი, მისი მე­უღ­ლე სოფო ღო­ღო­ბე­რი­ძე და მათი ვაჟი – მა­მუ­კა.

დე­მეტ­რე და­ი­ა­უ­რი და მა­მუ­კა არა­ბუ­ლი ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე არ­ღუნ­მა გა­ი­ტა­ცა და ვერ იპოვ­ნეს. თვი­თონ გელა და­ი­ა­უ­რი, თე­ო­ნას ძმა თორ­ნი­კე ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და და­ი­ა­უ­რე­ბი­სა და არა­ბუ­ლე­ბის მე­გო­ბა­რი თე­ო­ნა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გა­დარ­ჩნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g