LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„27 სექტემბერს დაიბადა ჩემი ოცნების ადამიანი და პირველად გავხდი დედა, აღარც მახსოვს როგორი იყო ცხოვრება კატერინამდე“ – თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის გოგონა იუბილარია

370
ქეთი ჟღენტი

თოშა ქებურიას და ქეთი ჟღენტის გოგონა იუბილარია.

ამის შესახებ ქეთი სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი დღეა, რომელიც მოიაზრება როგორც “საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში”, თუმცა 27 სექტემბერი არის დღე, როდესაც ყველაფერი ამოყირავდა, რადგან ამ დღეს დაიბადა ჩემი ოცნების ადამიანი და პირველად გავხდი დედა. ვინც მიცნობს ყველამ იცის როგორც მინდოდა პირველი შვილი გოგო, წარმოდგენაშიც არ მქონდა ამ დონემდე თუ შეიძლებოდა ვინმეს სიყვარული, რაც კატერინას მიმართ მაქვს (ყველა შვილი ერთნაირად მიყვარს რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ შვილთან რაღაც სხვა ემოციებია).

აღარც მახსოვს როგორი იყო ცხოვრება კატერინამდე, იმდენად დიდი ხანია ერთად ვიზრდებით, სულ ორი რაღაც არის რაც მინდა ცხოვრებაში ვუსურვო, რომ იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი, რადგან დანარჩენი ყველაფერი სულერთია,“ – წერს ქეთი ჟღენტი და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g