270 მეტრი 30 წამში – ეს მანძილი „ფორტუნამ“ ახალი ექსტრემალური ატრაქციონის „ზიპ- ლაინ ნარიყალას“ საშუალებით დაფარა.
პროფესიონალი ინსტრუქტორების დაპირება , რომ ატრაქციონი უსაფრთხოების ყველა სტანდარტს მაქსიმალურად აკმაყოფილებს, თავისუფალი ფრენის შეგრძნებით დასატკბობად საკმარისია.
ახალი ატრაქციონს ადრენალინის მოყვარულები ნამდვილად არ აკლია , ბოტანიკურ ბაღში დღეს რიგი მთელი დღეა არ წყდება, შორიდანვე გაიგონებთ დამშვებთა აღტაცებულ შეძახილებსაც. ზიპ-ლაინზე დღეს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შვილთან ერთად დაეშვა.
ატრაქციონი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ექსტრემის მოყვარულებს, დღეიდან მოემსახურება, ერთი დაშვების ფასი 30 ლარია, ატრაქციონზე 141 სმ-ზე მაღალი და მაქსიმუმ 110 კილომდე პირები დაიშვებიან. დაშვებისას ბოტანიკური ბაღის ხედებითაც შეგიძლიათ დატკბეთ, ატრაქციონი საღამოს 9 საათამდე მუშაობს .
„ფორტუნა „ გირჩევთ გადალახოთ სიმაღლის შიში, დაეშვათ ნარიყალას ციხიდან „ ზიპ-ლაინით“ და დაათვალიეროთ ბოტანიკურ ბაღი „ჩიტის თვალით“.