LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 აპრილს რუსთაველის თეატრში ჯგუფ „ურსას“კონცერტი გაიმართება

171
ჯგუფი ურსა

მუსიკალური პროექტი, რომელიც ხარისხიანი ცოცხალი მუსიკის ტრადიციად იქცა, ახალ სეზონს განახლებული ფორმატითა და განსაკუთრებული მასშტაბით ხვდება. სიმბოლურია, რომ პროექტმა ბინა ახალ ლოკაციაზე – შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში დაიდო.

ეს არის სივრცე, რომელიც ზუსტად პასუხობს ღონისძიების ესთეტიკასა და მის მაღალ სახელოვნებო სტანდარტს.

პროექტის მთავარი კონცეფცია მსმენელისთვის სრულიად ახალი მუსიკალური გამოცდილების გაზიარებაა. აქ ცნობილი და საყვარელი კომპოზიციები ახალ სიცოცხლეს იძენენ და მაყურებლის წინაშე ექსკლუზიური ინტერპრეტაციით სრულდება.

28 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის სცენას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ჯგუფი – „ურსა“ დაიკავებს.

ეს საღამო არ იქნება მხოლოდ მორიგი კონცერტი. მსმენელი ჯგუფის ჰიტებს სრულიად განსხვავებული, დახვეწილი ჟღერადობით მოისმენს. საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული ინსტრუმენტული პარტიები და მრავალფეროვანი მუსიკალური არანჟირება „ურსას“ შემოქმედებას კიდევ უფრო ემოციურს, მასშტაბურსა და შთამბეჭდავს გახდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g