ათწლეულების შემდეგ, საკულტო ბენდები – The Beatles და NSYNC ,,გრემის” ნომინანტები გახდნენ.
,,ბითლზმა” ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან მუსიკალური ინდუსტრიის უმაღლესი ჯილდოს ნომინაციები 1997 წლის, ხოლო NSYNC-მა 2003 წლის შემდეგ მიიღო.
ლივერპულელ ოთხეულს ,,წლის ჩანაწერის” ნომინაცია სიმღერისთვის – Now and Then მიენიჭა. 1977 წელს ჯონ ლენონის მიერ დაწერილ კომპოზიციას, რომელიც დაუსრულებელი დარჩა, პოლ მაკკარტნიმ და რინგო სტარმა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სიცოცხლე, შარშან აჩუქა. ჯგუფის უკანასკნელი ნამუშევარი, ,,საუკეთესო როკ პერფორმანსის” ნომინაციაში გამარჯვებისთვისაც იბრძვის.
ამერიკული ბოი-ბენდი ,,ვიზუალური მედიისთვის შექმნილი საუკეთესო სიმღერის’‘ ნომინანტად დასახელდა. კოლექტივი სრული შემადგენლობით შარშან, ანიმაციისთვის – ,,ტროლები” გაერთიანდა და 22 წლის შემდეგ, მულტფილმის მესამე ნაწილის მთავარი მუსიკალური თემა – Better Place ჩაწერა.
ცნობისთვის, ჯონ ლენონის, პოლ მაკკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის კვარტეტი 7, ხოლო ჯასტინ ტიმბერლეიკის, კრის კირკპატრიკის, ჯოუი ფეტოუნის, ლენს ბასისა და ჯეისი ჯეიზესის კვინტეტი არც ერთი ,,გრემის” მფლობელია.