LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს Soft Eject-ის საახალწლო სოლოკონცერტი გაიმართება

soft-ejectt

28 დეკემბერს, 20:00-ზე მინერალური წყლის ბრენდი „ლიკანი“ პროექტით „ცოცხალი მუსიკის ტალღა“ წარმოგიდგენთ ჯგუფ Soft Eject-ის საახალწლო სოლო-კონცერტს Tbilisi Event Hall-ში

ჯგუფი Soft Eject 1990 წელს დაარსდა. უნიკალურმა მუსიკალურმა სტილმა და ინგლისურენოვანმა სიმღერებმა ჯგუფს მალევე მოუტანა პოპულარობა საქართველოში. ჯგუფის პირველი წლები დრამატულ პოლიტიკურ ცვლილებებს დაემთხვა: საბჭოთა კავშირის დაშლა, მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, გაჩენა, სამოქალაქო ომები და სხვა. 1992 წელს Soft Eject-მა საქართველო დატოვა და გერმანიას მიაშურა. სწორედ მოხეტიალე ცხოვრება გახდა შთაგონების წყარო ჯგუფის პირველი ალბომისთვის Wanderer. 2017 წელს, 14-წლიანი პაუზის შემდგომ, ბენდი მსმენელის წინაშე ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე წარსდგა და რამდენიმე სხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა.

ამასთანავე, ბენდი წელიწადნახევარია ახალ ალბომზე მუშაობს. უკვე გავრცელდა ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერა – “Swinging Song”, „Joints Connecting Times” და ”Goodbye Blackbird“. ამასთანავე, გაციფრულდა ყველასათვის კარგად ცნობილი კლიპი Please Just Carry On და Down by the Stream, რომელთა განახლებული ხარისხით ნახვა შესაძლებელია ბენდის ოფიციალურ VEVO არხზე.

კონცერტის დაწყებამდე აკუსტიკური ლაივით წარდგება ქანთრი ჯგუფი Windshield. ანრი გოგიტაურმა და შოთა ადამაშვილმა Windshield 2015 წელს დაარსეს, როგორც დუო, ხოლო შემდგომ ჯგუფის სხვა წევრებიც შემოიკრიბეს. ბენდმა მალევე მოიპოვა პოპულარობა. 2017 წელს ბენდმა გაიმარჯვა ნომინაციებში „წლის სიმღერა“ და „წლის ბენდი“ Caucasus Music Awards Phoenix-ზე. იმავე წელს, დაუკრეს Tbilisi Open Air-ზე საქართველოში, Visagino Country ფესტივალზე ლიტვაში და Beth Hart-ის სოლო კონცერტზე თბილისში. 28 დეკემბერს Tbilisi Event Hall-ში ანრი და შოთა აკუსტიკური ლაივით წარდგებიან მსმენელის წინაშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები