LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 ნოემბრის – 4 დეკემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

39

გაიგეთ რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში:

ვერძი

მოულოდნელად, პროფესიული კუთხით ცვლილებებს შეეჩეხებით, საიდანაც გამოსავალი უნდა იპოვოთ. ამ ფაქტორის გამო, ტონუსში იქნებით და პარტნიორთანაც ნაკლებ დროს გაატარებთ. ეცადეთ ამ კვირაში იმპულსურობა მოთოკოთ. ოთხშაბათიდან აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის დრო გექნებათ.

კურო

ამ კვირაში ფინანსური კუთხით, სასიამოვნო სიახლეს გაიგებთ. ამ ყველაფერთან კი თქვენი პარტნიორიც არის დაკავშირებული. თუმცა, მატერიალური კეთილდღეობის პარალელურად, სულიერ დონეზე პარტნიორთან გარკვეული სახის პრობლემები იჩენს თავს.

ტყუპები

თუ მარტო ხართ, ამ კვირაში საინტერესო ურთიერთობის დაწყების შანსი გაქვთ. ხოლო, თუ უკვე გყავთ მეორე ნახევარი, შუა კვირაში მასთან ერთად ახალ პროექტზე დაიწყებთ მუშაობას. იფიქრეთ ისეთ რამეზე, რაც მენტალურ ჰორიზონტს გაგიფართოვებთ. კვირის ბოლოს კი სექსუალური თავგადასავალი გელოდებათ.

კირჩხიბი

ამ კვირაში პარტნიორთან კომუნიკაცია ეფექტურად გაუმჯობესდება. არსებული მცირეხნიანი გაუგებრობა საშუალებას მოგცემთ, მეტად მოუსმინოთ ერთმანეთს და კომპრომისებზეც წახვიდეთ. გაითვალისწინეთ, თუკი კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილება ერთობლივად უნდა მიიღოთ, ნუ იმოქმედებთ დამოუკიდებლად.

ლომი

ლომის ნიშნებისთვის ეს კვირა ნაყოფიერი იქნება.  თუ ურთიერთობას ახლა იწყებთ, იაქტიურეთ, ხოლო თუ პაემანზე წასვლას ყოყმანობთ, დროულად გადადგით პირველი ნაბიჯი. აქვე ერთი გაფრთხილება: თავი შეიკავეთ სამსახურეობრივი რომანისგან.

ქალწული

ამ კვირაში ფრთხილად იყავით ფულთან და შეყვარებულთან. შესაძლოა პარტნიორთან ერთად ფინანსური კუთხით გარკვეულ რისკზე წახვიდეთ, რაც სასურველი არ არის. ასევე, ამ კვირაში მოსალოდნელია პარტნიორთან სექსში ექპერიმენტებზე იფიქროთ.

მორიელი

ამ კვირაში პარტნიორის მხრიდან გამოთქმული ეჭვები გაიძულებთ სხვა მხარეს გაიხედოთ. თუმცა ეს თქვენი სტილი არ არის. მოთმინებით აღიჭურვეთ. კვირის ბოლოს ყველაფერი გაირკვევა და თქვენი ურთიერთობა ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.

მშვილდოსანი

ამ კვირიდან ახალი ცხოვრების დასაწყებად მზად იქნებით. სასიყვარულო სარბიელზე მიმზიდველ ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თავს გამორჩეულად გაგრძნობინებთ. თუმცა, ეს ურთიერთობა შესაძლოა ასეთი აღტაცებით არ გაგრძელდეს, მაგრამ მაინც სასიამოვნო განცდების მომტანი იქნება ორივესთვის.

თხის რქა

ამ კვირიდან, სასურველია პარტნიორთან განმარტოვედეთ, რათა ემოციურ დონეზე არსებული დანაკლისი შეივსოთ. მოძებნეთ მშვიდი და მყუდრო გარემო, ნაკლებად გადატვირთული ხალხისგან. კვირის ბოლოს კიდევ უფრო მეტად იგრძნობთ ურთიერთობაში დამყარებულ ჰარმონიას.

მერწყული

ამ კვირიდან ეცადეთ  აქტიური სოციალური ცხოვრებით დაკავდეთ. ეს საშუალებას მოგცემთ სასიყვარულო კუთხით პერსპექტივები გაგიჩნდეთ. გაიცანით ახალი ადამიანები და იყავით გახსნილი. ხოლო თუ უკვე გყავთ პარტნიორი, შუა კვირაში მასთან დაძაბული საუბარი გელოდებათ.

თევზები

ამ კვირაში, ეცადეთ თქვენი მეგობრები პარტნიოსგან შორს გყავდეთ. თქვენ ორს შორის არსებული პრობლემა თქვენვე მოაგვარეთ, სხვისი ჩარევების გარეშე. ასევე, მოსალოდნელია, უცხო ადამიანისგან ფლირტი, რაც ცოტა უხერხულობას შეგიქმნით.

magti 5g