LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28-წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად იყიდება

150
aviaparki1492695014

ცოტა ხნის წინ დაფუძნებლი ქართულ-ამერიკული Georgian Business Brokerage Georgian Airways-ისთვის ინვესტორს ეძებს.

კომპანიის გასაყიდ შეთავაზებებში 28 წლიანი ისტორიის მქონე ქართული ავიაკომპანია 150 მლნ დოლარად არის შეფასებული. Georgian Business Brokerage -ის ინფორმაციით, შესაძლებელია როგორც ავიაკომპანიის სრულად, ასევე ნაწილობრივ – მისი წილის შეძენა.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Georgian Airways-მა სასამართლოს გადახდიუუნარობის საქმის დაწყების თხოვნით მიმართა. ავიაკომპანიამ რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლა ითხოვა რაც დაკმაყოფილდა. კომპანიას კრედიტორების მიმართ 176 მლნ-მდე ლარის დავალიანება აქვს.

რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ Georgian Business Brokerage-ის, მისი პრეზიდენტი „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილი გენერალური დირექტორი რომან ბოკერიაა. ცნობისთვის, ავიაკომპანია მან გასული წლის ნოემბერში დატოვა და მიზეზად ქართულ-ამერიკულ კომპანია „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯიში“ გადასვლა დაასახელა.

Georgian Business Brokerage ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ბიზნესბროკერთა www.IBBA.org და ევროპის ბიზნესბროკერთა ქსელის მეშვეობით, უზრუნველყოფს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და პერსპექტიული ბიზნესპროექტების დაფინანსებას, გლობალური კერძო კაპიტალით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g