ტელეჟურნალისტი მარიამ ვაშაძე ახლახან მეორე შვილის დედა გახდა. მას და ვანო ბენიძეს ვაჟი, დავითი გაუჩნდათ, პირველი კი გოგონა ჰყავთ.
მარიამი ოჯახურ ამბებზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
„პირველი შვილი რომ გავაჩინე, მინდოდა, მას დედმამიშვილი ჰყოლოდა და ახლა პატარა ძამიკო ჰყავს, დავითი. დიდი ძმა არა, მაგრამ ჩემს გოგონას პატარა ძმა ეყოლება. არ მიფიქრია, მრავალშვილიანი დედა ვყოფილიყავი და შვიდი ან რვა ბავშვი გამეჩინა. ჯერჯერობით ორი მყავს და ვნახოთ, რა იქნება (იცინის). 28 წლის გავთხოვდი და 31 წლის ასაკში გავიგე, რომ დედა ვხდებოდი. ახლა 36 წლის ვარ. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა დედა ხდები. სხვანაირად დავიწყე ყველაფრის ყურება. დედობამდე თითქოს სხვა ცხოვრება მქონდა, ახლა კი მთლიანად შვილებით ვარ მოცული, ჩემი ცხოვრება ორად გაიყო…
ბავშვების გაზრდაში დედა და ბებია მეხმარებიან და ასევე, მეუღლეც და მისი მშობლებიც ჩართულები არიან. ვივიენს ძალიან კარგი გამზრდელი ძიძა ჰყავს…“
