რეიფ ფაინსისა და ჯულიეტ ბინოშის ერთად ხილვა ეკრანზე, დიდი სიამოვნებაა. ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან მათ საოცარი ეკრანული დუეტი შექმნეს ფილმებში „ქარიშხლიანი უღელტეხილი“ და „ინგლისელი პაციენტი“.
ამჯერად წყვილი ერთად ფილმში „ოდისეის დაბრუნება“ გამოჩნდა. ინტერნეტი უკვე მოიცვა კადრებმა, თუ როგორ პოზირებენ მსახიობები 28 წლის შემდეგ წითელ ხალიჩაზე.
ჯულიეტ ბინოში შეუდარებლად გამოიყურებოდა ყავისფერ პიჯაკსა და ტყავის შარვალში. ლურჯი ფერის პიჯაკსა და შარვალში გახლდათ გამოწყობილი რეიფ ფაინსი.
ცოტა ხნის წინ ახალი ფილმის პირველი „ტრეილერიც“ გავრცელდა. კინოსურათის რეჟისორია უმბერტო პაზოლინია.







