LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„29 აპრილს საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბატონი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება – ეს ამ ყველაფერს კიდევ მეტ ხიბლს სძენს“ – რატი იონათამიშვილი

132
Untitled design (1)

„ქართული ოცნება“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ აღნიშნული შეკრების ინიციატორები მათი მხარდამჭერები არიან.

„იმედი“: 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრას ბიძინა ივანიშვილც დაესწრება, რაც მისი თქმით, „შეკრებას მეტ ხიბლს სძენს“.

თეა წულუკიანი: „29-ში დაგვითვალეთ, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად“

„ჩვენ ამ შეხვედრაზე დაახლოებით, 100 ათას ადამიანს ველოდებით. საბოლოო ჯამში, ეს ჩვენი ამომრჩევლის მხოლოდ მოკრძალებული ნაწილია, მაგრამ არაფერია იმაზე ამაღელვებელი, როდესაც შენ ხარ შენი ქვეყნის, შენი მხარდამჭერების სამსახურში.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ ღონისძიებას დაესწრება ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ეს ყველაფერ ამას კიდევ მეტ ხიბლს სძენს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მდინარაძე: „კონტრაქცია კი არ არის, ეს არის „ოცნების“ ორგანიზებული აქცია – ვისაც სურვილი აქვს, ყველა მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია“

რატი იონათამიშვილის თქმით, შეკრების მთავარი გზავნილები იქნება იმ ფასეულობების გარშემო გაერთიანება, რაც თითოეული ქართველის გენეტიკურ კოდში დევს.

„რა თქმა უნდა, ეს არის „მამული, ენა, სარწმუნოება“ და ეს არის თაობების მისია. ბოლო პერიოდში გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ცრუ აღქმები გააჩინონ ჩვენს საზოგადოებაში. განსაკუთრებით იმ მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერაში, რაც თუნდაც, გამჭვირვალობის ინიციატივასთან, ოჯახური ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვასთანაა დაკავშირებული და მნიშვნელოვანია, რომ გარე აქტორებმაც დაინახონ ის მხარდაჭერა, რაც აქვს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ჩვენი სახალხო მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა სწორედაც რომ ფასეულობების გარშემოა გაერთიანებული, იმ ფასეულობების, რომელიც ქართველებისთვის საუკუნეების მანძილზე უცვლელია. დღეს ვიღაც-ვიღაცები ცდილობენ, ის დაამახინჯონ“, – დასძინა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ და მის მხარდამჭერებს არასდროს არავის კონტრაქციები არ სჭირდება. მათ აქვთ დღის წესრიგი, რომელიც სავსეა ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g