LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

29 წლის Ford Bronco გასაყიდად გამოიტანეს

149
fordbranco20102

ონლაინ აუქციონზე Bring a Trailer საინტერესო ლოტი გამოჩნდა. 1991 სამოდელო წლის Ford Bronco XLT, რომელმაც გაურკვეველი მიზეზების გამო მთელი ეს წლები საწყობში, უძრავად გაატარა.

როგორც საიტზე დამატებული აღწერილობიდან ირკვევა, მოდელი მიჩიგანელმა დილერმა 2020 წლის გაზაფხულზე შეიძინა. მანამდე კი ლამის 30 წლის განმავლობაში Bronco–მ მხოლოდ 47 კმ–ს გავლა მოასწრო. სწორედ ამ მიზეზის გამო ავტომობილი არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

„ბრონკოს“ ძარა თეთრ ფერშია შესრულებული, სალონი კი წითელი ტყავით გაფორმდა. მოდელს ქარხნული დეტალებიც მრავლად აქვს, მაგალითად საჭისა და მუხრუჭის გამაძლიერებელი, კონდიციონერი, რადიო და უკანა სტაბილიზატორი.

Ford Bronco–ს კაპოტის ქვეშ 4,9 ლიტრის მოცულობის „ექვსიანია“ განთავსებული და აგრეგატს 147 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 5–საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. საპასპორტე მონაცემების მიხედვით, ასეთი „ბრონკოს“ მაქსიმალური სიჩქარე 148 კმ/სთ–ია.

აუქციონი კიდევ 6 დღე გაგრძელდება, ამ დროისთვის კი ლოტის ბოლო ფასი 31 250 დოლარია. ეს მაშინ როცა ახალთახალი Bronco 28 500 დოლარი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g