გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 654 665-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 80-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 636 188-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 802 პაციენტი.
ამ დრომდე:
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 307 ადამიანი.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 24 676, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 687, PCR ტესტით – 1 989.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,14%, ბოლო 7 დღის – 1,06%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 000-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.