LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3-9 ოქტომბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი

75

გაიგეთ, რა ელოდება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს სიყვარულში.
ვერძი

ფინანსური კუთხით სასიამოვნო სიახლეები გელოდებათ, რაც პირად ცხოვრებაზეც პოზიტიურად აისახება. შესაძლოა, საინტერესო ბიზნეს იდეაც გაგიჩნდეთ და ინვესტორსაც გაესაუბროთ. იმ კვირის ბოლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.

კურო

იმ კვირის განმავლობაში, სულიერ დონეზე ძალიან დაუახლოვდებით ერთმანეთს. საერთო ინტერესის სფერო გაქვთ, რომელსაც სწავლობთ და ეს პროცესი ორმაგად სასიამოვნოა. თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, გრძნობებში მალე გაერკვევით.

ტყუპები

იმ კვირაში, გონებაში მხოლოდ ერთი რამ გექნებათ – რომანტიკა. განსაკუთრებით ნაყოფიერი კვირა იქნება მარტოდ მყოფებისთვის, რადგან ურთიერთობის დასაწყებად, რამდენიმე საინტერესო შანსი მოგეცემათ. მოვლენების განვითარება კი თქვენზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

შესაძლოა მცირე გაუგებრობები თქვენს ურთიერთობას ძაბავს, თუმცა, საერთო შვილები თუ გყავთ, ეს ფაქტორი ბევრ რამეს შეცვლის რადიკალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ორივე მხარემ კარგად უნდა გაიაზროს კომპრომისების მნიშვნელობა.

ლომი

დილემის წინაშე ხართ და ამის გამო, გონება არეული გაქვთ. რთული გადაწყვეტილების მიღება გიწევთ, რომელიც თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობას დაასრულებს ან კიდევ ერთ შანსს მისცემს. ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ქალწული

იმ კვირის განმალობაში ერთ-ერთი მხარე საიდუმლოს გაამხელს, რომელიც ურთიერთობას საფრთხეს არ შეუქმნის. პირიქით, გულწრფელი საუბარი უფრო დაგაახლოვებთ. ხოლო, თუ რთული პერიოდი გაქვთ, პარტნიორი ბევრ რამეს დაგიმტკიცებთ.

სასწორი

სასწორის ნიშნით დაბადებულებს კარგი კვირა გელოდებათ. თუ მარტო ხართ, პირადი ცხოვრების კუთხით წინ წაიწევთ და დიდი შანსია, ურთიერთობაც დაიწყოთ. განსაკუთებით რომანტიკული იქნება პირველი კვირები, ასე რომ მოემზადეთ.

მორიელი

თუ მარტო ხართ, თქვენი განსაკუთრებული მიზიდულობის ძალა და თავდაჯერებულობა საშუალებას მოგცემთ პოტენციური პარტნიორები მაგნიტივით მიიზიდოთ. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ინტიმური კუთხით უფრო დაუახლოვდებით.

მშვილდოსანი

პარტნიორი თავს ისე გაგრძნობინებთ, თითქოს მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი ხართ. ის კვირა გადაჭარბებული სიყვარულის გამოხატვის კვირა იქნება. თუ მარტო ხართ, რეკომენდირებულია 7 ოქტომბრამდე გაცნობის საიტზე დარეგისტრირდეთ. არ ინანებთ.

თხის რქა

როგორც ყოველთვის, როცა საქმე თქვენს პირად ცხოვრებას ეხება, მეგობრების დახმარების გარეშე, ფაქტობრივად ინიციატივას არასდროს იჩენთ. იმ კვირაში, მეგობრების დახმარებით, შანსი მოგეცემათ ურთიერთობა დაიწყოთ. ყველაფერი თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული.

მერწყული
რთული პერიოდი დგას თქვენს ცხოვრებაში, თუმცა მალე ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. მთავარია ერთმანეთი გაამხნევოთ. სასურველია ერთად დაიწყოთ საგანმანათლებლო კუთხით მუშაობა, მენტალური სტიმულაცია განსაკუთრებულად გჭირდებათ.

თევზები

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ყველაზე მეტად თქვენ შორის არსებული განსხვავებულობა მიგიზიდავთ. იმ კვირაში დიდი ალბათობით, ახალგაცნობილ პარტნიორს ახლო მეგობრებს გააცნობთ. მათი შეფასება დადებითი ინება.

magti 5g