3 ადამიანი დაიღუპა და 45 დაშავდა თურქეთის ქალაქ დიარბაქირში, დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად. დაშავებულთა შორის 12 პოლიციელია. უცხოური მედიის ინფორმაციით, დაშავებულები პირველადი სამედიცინო დახმარების ავტომობილებით უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. აფეთქების შესახებ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.