LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 ივლისი ჩემი ცხოვრების დიდი ტრაგედიაა.. დაიმსხვრა ჩვენი ყველა ოცნება“ – რას წერს ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ერთ-ერთი ბიჭის დედა 

3259
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სოფელ გეგუთში დაღუპულებს გლოვობენ.

დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ­თან ერ­თად ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში 2 გო­გო­ იმ­ყო­ფე­ბო­და, ისი­ნიც მათი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მათ­გან ერთი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ამ დრომ­დე მძი­მეა კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა.

„მეგობრები იყვნენ ყველანი, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები, გლოვობს მთელი სოფელი..“ – რას ჰყვებიან ადგილობრივები

„საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება, არ ვიცით მიზეზი, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ამბავი“

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული ერთ-ერთი ბიჭის, ლაშა წიქორაძის დედა შემთხვევის ადგილიდან ფოტოს აქვეყნებს.

თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.

 

ამაში დედა როგორ გამწარდებოდი დედიიი??ნეტა რაფერ ვარ ცოცხალი?

Posted by Tea Gubeladze on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

„ხომ გაგიცნო დედი მთელმა მსოფლიომ.. 3 ივლისი ჩემი ცხოვრების დიდი ტრაგედიაა.. დაიმსხვრა ჩვენი ყველა ოცნება დედი“, – წერს გარდაცვლილი ბიჭის დედა.

 

 

დე რა მიქენი ეს დედი??ხო დაიმსხვრა ჩვენი ყველა ოცნება დედი??

Posted by Tea Gubeladze on ორშაბათი, 03 ივლისი, 2023

 

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები