YanAir Airlines ბათუმის მიმართულებაზე ფრენებს ანახლებს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, უკრაინული ავიაკომპანია კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების განხორციელებას 3 მარტიდან შეუდგება.
აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას YanAir Airlines კვირაში 7 სიხშირით გეგმავს, ანუ ფრენებს ყოველდღიურად განახორციელებს. ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება.