ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში აზიარებს რჩევებს, თუ როგორ მოვიქცეთ 3 მარტს.
მისი თქმით, ამ დღეს შეცდომების დაშვების რისკი მაღალია, რასაც შემდეგ თვეში მოვიმკით.
„3 რამ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთო
მარტს![]()
3 მარტს მოხდება მთვარის დაბნელება, ეს არის ძლიერი ენერგეტიკული მომენტი, როცა დაფარული ხდება ხილული,
სიმართლე ამოდის ზედაპირზე,
და ყველაფერი „ილუზია“ იშლება.
ბევრი ადამიანი ამ დღეს უშვებს შეცდომებს, რომლის შედეგებს შემდეგ თვეებში იმკის.
აი, 3 მთავარი გაფრთხილება![]()
ნუ მიიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ამ დღეს ემოციები გაძლიერებულია და ხშირად გადაჭარბებულიც.
რაც გგონია „საბოლოო სიმართლე“, შეიძლება იყოს დროებითი მდგომარეობა.
თუ გინდა:
ურთიერთობის დასრულება
სამსახურის დატოვება
რადიკალური ცვლილება
მოიცადე მინიმუმ 3 დღე
არ დაიწყო ფინანსური საქმეები
ამ დღეს „კარგი შესაძლებლობა“ შეიძლება ილუზია აღმოჩნდეს.
განსაკუთრებით მოერიდე:
ინვესტიციებს
ხელშეკრულებებს
ფულის გასესხება/სესხებას
მაღალია დანაკარგის რისკი
არ დააიგნორო ნიშნები
რაც ამ პერიოდში მოდის – შემთხვევითი არ არის.
თუ:
ადამიანი წარსულიდან დაბრუნდა
ძველი პრობლემა ამოტივტივდა
რაღაც სიმართლე გამოაშკარავდა
ეს არის დასასრულის და გაცნობიერების პროცესი
ყველაზე მთავარი
ეს დაბნელება დახურავს ე.წ. „დაბნელებების დერეფანს“, რომელიც დაიწყო 17 თებერვალს
ყველაფერი, რაც ბოლო 2 კვირაში ხდებოდა:
მიიღებს პასუხს
დასრულდება
ან ახალ ეტაპზე გადავა
დამიწერე კომენტაში შენი ზოდიაქო და
თუ გინდა, შემიძლია დაგიწერო
ზუსტად შენს ზოდიაქოზე როგორ იმოქმედებს ეს “დერეფანი” – წერს ეზოთერიკოსი.
