ეკონომისტი ოთო აბესაძე იმ 3 პროექტს ასახელებს, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც, დღეს საქართველო გახდებოდა უდიდესი სტრატეგიული ლოკაციის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებაზე იზრუნებდა ყველა.
„დაკარგული შესაძლებლობა ‼️ სანქცირებული რუსეთის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნა. დღეს რომ საქართველოში ყოფილიყო:
1️⃣ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც მოემსახურებოდა უმსხვილეს ტრანსფერებს;
2️⃣ დასრულებული ავტობანი;
3️⃣ განახლებული, ჩქაროსნული რკინიგზა;
საქართველო გახდებოდა უდიდესი სტრატეგიული ლოკაციის ქვეყანა, რომლის უსაფრთხოებაზე იზრუნებდა ყველა ‼️ უსაფრთხოება იარაღს არ მოაქვს, უსაფრთხოება მოაქვს ეკონომიკას‼️ უნიკალური შანსი დავკარგეთ რომ აზიისა და დასავლეთისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი დერეფანი“, – ამბობს ოთო აბესაძე.
მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ სამი პუნქტის არსებობის შემთხვევაში 2024 წლისათვის:
1️⃣ გავხდებოდით ევროკავშირისა და ნატოს წევრები;
2️⃣ მშპ გაიზრდებოდა მინიმუმ 2- ჯერ;
3️⃣ საქართველოს ექნებოდა მისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში.