LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 სექტორი საქართველოში, სადაც ვაკანსიების რეოდენობა მკვეთრად მზარდია

171
tbilisi-georgia-9th-april-2021-people-holding-georgian-flag-in-street-in-peaceful-protest-free-photo

ქვეყანაში ვაკანსიების რაოდენობა იზრდება. კერძოდ, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 36,584 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 51%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 123%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 6% შეადგინა.

2022 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 10,695 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 112%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 165%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 7,567 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 77%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 116%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წელს, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 12,267 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოგისტიკურ კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 105%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 118%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g