„სახალხო დამცველის აპარატიდან დამირეკეს და მითხრეს, გარდა იმისა, რომ საჭმელზე უარი უთხრეს, მისი საკნიდან ნაგავი არ გააქვთო. საუბარია ციხის საავადმყოფოზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ძალიან საგანგაშო ნიშნები გაჩნდა, პერსონალურია ინფორმაციაა და ყველა ნიუანსს ვერ გავაჟღერებ“, – ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში მსჯავრდებული, გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთლმა განაცხადა.
როგორც წერეთელი „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნავს, ჩიკვაიძე 3 დღეა, რაც შიმშილობს, მასთან საკვების შეტანის უფლებას კი ოჯახს ამ დრომდე არ აძლევენ:
გიორგი ჩიკვაიძე: „დღეს შიმშილობის 27-ე დღეა, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე და უცვლელია. შიმშილობა არ შეწყდება მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანის მოწოდებაა, რომ შევწყვიტო. ეს ჩემი პრინციპული და საპროტესტო გადაწყვეტილებაა“
ჩიკვაიძე საზოგადოებას მოუწოდებს და სთხოვს, 8 აპრილს დაანონსებულ მშობლების აქციაზე გაერთიანდნენ და ერთმანეთს მხარი დაუჭირონ.
„სახალხო დამცველის აპარატიდან დამირეკეს და მითხრეს, გარდა იმისა, რომ საჭმელზე უარი უთხრეს, მისი საკნიდან ნაგავი არ გააქვთო.
საუბარია ციხის საავადმყოფოზე, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში ძალიან საგანგაშო ნიშნები გაჩნდა, პერსონალურია ინფორმაციაა და ყველა ნიუანსს ვერ გავაჟღერებ. საუბარია ციხის საავადმყოფოს საკანზე, 3 თუ 4 დღეა, ნაგავი არ გააქვთ, ეს ავადმყოფი სულ 2 კვადრატულში წევს, ახლა ნაგავიც აღარ გააქვთ, საჭმლის შეტანაც აგვიკრძალეს,
მე თვითონ ექიმი ვარ და საგანგაშო სამედიცინო ჩვენება წამოვიდა, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ საქმე ძალიან ცუდ რაღაცებთან გვაქვს. მესამე დღეა ადამიანი შიმშილობს, მხოლოდ სითხეს იღებს. არც არავის დაურეკავს და არც არაფერი გარკვეულა“, – აცხადებს წერეთელი.
გიორგი ჩიკვაიძის დედა: „ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მოწამლეს, ეს გააკეთეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, რუსულმა მთავრობამ, გაბიტაშვილმა და მე-18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა – გიორგის მდგომარეობა დამძიმდა“
„მე, როგორც დედა და ექიმი, ვფიქრობ, რომ გიორგი არის მოწამლული“
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი – 8 წლით – გამოძიება კომპანია “ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე – კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო.