LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის“ – გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი გარდაიცვალა

294
სასწრაფო დახმარება

გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე, გარდაიცვალა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსთან“ ადვოკატი მუხრან ღურწკაია ადასტურებს.

ადვოკატის თქმით, გორგაძე კლინიკაში 30 იანვარს სასტიკი ცემის შემდეგ მოათავსეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო – ჰქონდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები და ტვინის შეშუპება.

„წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო“, – აცხადებს ადვოკატი.

„ვივამედში“ შეყვანილი პატიმრის ადვოკატი: „სასიკვდილოდ არის ნაცემი და ნაწამები, სახის მიდამოებში 37 მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აქვს, აპარატზეა შეერთებული… მოვითხოვთ დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას“

წყარო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g