როგორ შევარჩიოთ საინტერესო, ამავე დროს სასარგებლო და ადვილად წასაკითხი წიგნი პატარებისთვის?
მეგი რუსია:
ამ შემთხვევაში, უფროსებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს აქვთ ის მისია, რომ წიგნები წაუკითხონ, მოაწონონ და შეაყვარონ ბავშვებს, ეს უნდა იყოს ნახატიანი წიგნები, რადგან ილუსტრირებული წიგნებით ბავშვები უკეთ აღიქვამენ ისტორიებს, შემდეგ ფურცლავენ და ეჩვევიან, საბოლოოდ კი, თავად იწყებენ კითხვას. ძალიან კარგია, როცა მშობელი ბავშვებს თავად აძლევს საშუალებას, შეარჩიოს წიგნები, ერთად ესწრებიან პრეზენტაციებს. არსებობს, რა თქმა უნდა, საბავშვო კლასიკა, რაც ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახლში და მშობლების დახმარებით დაიწყონ კითხვა.
უნდა დავავალოთ თუ არა არდადეგებზე ბავშვებს კლასგარეშე წიგნების კითხვა?
როდესაც რაიმე ვალდებულება არსებობს, ადამიანს მისი შესრულება ნაკლებად უნდება, ამიტომ, თამაშ-თამაშით, შეპარვით შესაძლებელია ეს ყველაფერი მოხდეს, შეიძლება, თავად მშობელმა დაიჭიროს ხელში წიგნი და ამით დააინტერესონ ბავშვი. რა თქმა უნდა, მასწავლებლის მიერ ბავშვისა და ოჯახის დაკვალიანება საჭიროა და სხვადასხვა საბავშვო წიგნის რჩევა.
რაიმე აქტივობა ხომ არ იგეგმება უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით?
ბოლო პროექტზე გიამბობთ, ეს არის „მერი პოპინსის“ სერია, საბავშვო ლიტერატურის კლასიკა, ამ წიგნების გამოცემა ბოლო ორი წელია დავიწყეთ, წელს უკვე „პალიტრა L“ – თან პარტნიორობით გავაგრძელეთ სერიის გამოცემა, სულ არის 8 წიგნი, რომელიც 7 ტომში გაერთიანდება. ამჟამად გამოსულია 3 წიგნი, საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოცემებია, თარგმანები ხარისხიანი და მარტივად გასაგებია. ამ შაბათს „საბავშვო წიგნის ფესტივალი“ იმართება, ამ სერიის პრეზენტაცია იგეგმება. ფესტივალი „ექსპო-ჯორჯიაში“ ტარდება და მასზე ნებისმიერ მსურველს ექნება დასწრების საშუალება, ჩვენ მათ პატარ-პატარა სიურპრიზებს ვპირდებით.
საახალწლოდ ბავშვებსა და მშობლებს გირჩევდით სწორედ მერი პოპინსის სამტომეულს, – „მერი პოპინსი“, „მერი პოპინსი კარს აღებს“ და „მერი პოპინსი ბრუნდება“.
გადაცემის პოდკასტი: