მომღერალი ანა უზნაძე მამასთან, ლოტბარ დავით უზნაძესთან ერთად გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო.
ცნობილმა მამა-შვილმა გადაცემაში ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს.
ანა უზნაძე: „მამა როცა მიჯდება და რაღაც უნდა მასწავლოს და ამიხსნას, თვითონაც ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ უკვე მამა აღარ არის. იქ არის უკვე ლოტბარი, მუსიკოსი დავით უზნაძე.
სხვათა შორის, ხშირად ვჩხუბობთ, მე მაინც შვილის პოზიციაზე ვრჩები, მამა აღარ რჩება მამის პოზიციაზე.
ყოველთვის ვცდილობ, რომ მის გემოვნებასა და მრავალწლიან გამოცდილებას ვენდო და გავითვალისწინო მისი შენიშვნები და რჩევები.
დავით უზნაძე: ანა უმეტესად ყველაფერს თვითონ წყვეტს თავისი მუსიკალური ინტელექტით, ეს ძალიან მახარებს და მაბედნიერებს…
ერთხელ, ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი საიუბილეო კონცერტი იყო, ანა იჯდა ჩვეულებრივ როგორც მაყურებელი…
კონცერტი რომ მორჩა, წამოდგა პუბლიკა, ანა უცებ გაუსხლტდა ხელიდან დედას, ავიდა სცენაზე და 3 წლის ბავშვმა დაიწყო იმ რეპერტუარის შესრულება, რასაც ანსამბლი მღეროდა…