LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის ბავშვი თეთრი სახლის ეზოში გადაიპარა

119
356456

3 წლის ბავშვი თეთრი სახლის გალავანში გაძვრა და დაცულ ტერიტორიაზე გადაიპარა. ბუნებრივია, დაცვას პატარა კანონდამრღვევის დაკავება მოუხდა, წერს CNN.

საიდუმლო სამსახურის კომუნიკაციების ხელმძღვანელის ანტონიო გუგლიელმის თქმით, ბავშვმა თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეღწევა ჩრდილოეთ ნაწილიდან შეძლო. ბუნებრივია, შემთხვევის გამო უსაფრთხოების სისტემები ამუშავდა.

„დღეს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები გადააწყდნენ პატარა ცნობისმოყვარე ვიზიტორს, რომელმაც ტერიტორიაზე შემოღწევა მოკლე დროში შეძლო. თეთრი სახლის უსაფრთხოების სისტემები მომენტალურად ამოქმედდა, საიდუმლო სამსახურის აგენტების რეაგირება სწრაფი იყო და ბავშვი მალევე დააბრუნეს მშობლებთან.“

ანალოგიური ინციდენტი 2014 წელსაც მოხდა, როცა ბავშვი თეთრი სახლის გალავნიდან გადაიპარა და ბარაკ ობამას პრესკონფერენცია ჩაშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები