LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის ბავშვს საჭმელი ისე აშინებს, რომ წელიწადზე მეტია არაფერი უჭამია

136
0_OWR_LECH_270224_EMMATAYLOR_03

3 წლის ბავშვმა უეცრად ჭამა შეწყვიტა და მიზეზი კვებითი ქცევის დარღვევაა. Liverpool Echo-ს ინფორმაციით, შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა.

აუტისტური სპექტრის მქონე ბიჭუნამ, სახელად ოლივერმა, საკვებზე უარი მაშინ განაცხადა, როცა 2 წლის იყო. მიზეზი საჭმლის მიმართ შიში იყო: ოლივერს ყველა პროდუქტი თუ კერძი აშინებდა და ის მათთან შეხებასაც კი გაურბოდა. შეშფოთებულმა მშობლებმა ექიმს მიმართეს. პატარას კვლევები ჩაუტარეს და შერჩევითი კვების აშლილობის დიაგნოზი ან იგივე, საკვების მიღების შეზღუდული აშლილობა დაუდგინეს. კვებითი ქცევის ასეთი აშლილობის დროს ადამიანი გააზრებულად ამბობს უარს კონკრეტულ საკვებზე მისი ფერის, ზომის, სუნის, გემოს, ტექსტურის ანდაც წარსულში ნეგატიური გამოცდილების გამო.

ექიმებს ოლივერისთვის სპეციალური ზონდის დაყენება მოუწიათ, რათა ბავშვმა აუცილებელი საკვები თუ სითხეები მიიღოს. „ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ოლივერი ჭამას დაიწყება როცა ძალიან მოშივდებოდა. თუმცა, ეს ასე არ მოხდა, ბავშვი ფაქტობრივად შიმშილით იკლავს თავს“ – ამბობს ბიჭის დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები