LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2967
მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება ღამის პირველ საათზე და გასტანს დღის 17:45 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.

მითუმეტეს, დღევანდელი დღე გეომაგნიტურია.  გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემას უქმნის ადამიანის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რაც, თავის მხრივ, ასევე ზრდის არასასურველი ტრავმებისა და ავარიული სიტუაციების რისკს. ეს პერიოდი ყურადღებას ითხოვს წნევის კუთხითაც – წნევის მოულოდნელმა ცვალებადობამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია წნევის გაზომვა და, საჭიროებისას, ორგანიზმის წესრიგში მოყვანა შესაბამისი მედიკამენტების მიღებით.

ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა: დღეიდან 11 აგვისტომდე იწყება ე.წ. შავი მთვარის (ლილიტის) დაძაბული ურთიერთობა მარსის პლანეტარულ ენერგიებთან ტყუპების ზოდიაქოში. ეს ასპექტი მეტად დაძაბავს სოციალურ განხეთქილებებს, ხელს შეუწყობს ტრავმულ-ავარიული სიტუაციების წარმოქმნას, კონფლიქტებს, ბიზნესსა და საქმიან დაპირისპირებებსა თუ საქმეთა გარჩევას.

დღის რეკომენდაციები:

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღეს, წარმატებას მეტად მიაღწევენ სერიოზული და შრომისმოყვარე ადამიანები. ხასიათში საგრძნობლად მოიმატებს სიამაყე, ამპარტავნება, სარკაზმი და მოუთმენლობა, ამიტომ ამ თვისებებს, როგორც ხელისშემშლელ ფაქტორებს, მკაცრი კონტროლი გაუწიეთ. პერიოდი მეტად ხელსაყრელია ახალ ბინაში გადასასვლელად, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტებისა და კაპიტალდაბანდებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ დღეს მეტად იღბლიანი ნაცნობობაც მოხდეს. აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რადგან მას თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია.

მკაცრად მოერიდეთ მშენებლობის დაწყებას, სისხლის გადასხმასა და ყურების გახვრეტას. სამაგიეროდ, დღე მეტად პოზიტიურია ექსკურსიებისთვის, ტურისტული ლაშქრობებისთვის, სპორტული ვარჯიშებისა და ღონისძიებებისთვის, ასევე სპორტული ნივთების შესაძენად. კოსმიური ფონი მაქსიმალურად უწყობს ხელს სწავლას, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებას, სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებასა და საიუბილეო საღამოების მოწყობას.

პარტნიორული ურთიერთობები:

კოსმიური ენერგიები მეტად სასიკეთოა პარტნიორული თანამშრომლობისა და საქმიანი კავშირების გასამყარებლად. თუმცა, ლილიტისა და მარსის დაძაბული ასპექტის გათვალისწინებით, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას მაქსიმალურად აარიდეთ თავი მკვეთრ განცხადებებსა და საქმეების გარჩევას.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით დღეს საგრძნობლად სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ხერხემალი, ძვლოვანი სისტემა და სახსრები. მოერიდეთ ამ ზონების გადატვირთვას.

სამაგიეროდ, მეტად ეფექტური და შედეგიანია მეტყველების აპარატის, ბრონქების, ხელებისა და მხრების მკურნალობა. ძალიან სასარგებლოა დღევანდელი დღის დათმობა სუნთქვითი ვარჯიშებისა და მასაჟისთვის.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად მინერალებიდან რეკომენდებულია ფირუზის, იაგუნდის (ლალის), ქარვის, ონიქსისა და ქრიზოპრაზის გამოყენება.

ფერებიდან თქვენს შარმსა და პოზიტიურ განწყობას საგრძნობლად გააძლიერებს წითელი, ყვითელი და იისფერი ტონები, ხოლო საღამოს საათებში თქვენს სამოსს დაუმატეთ ლურჯი და ცისფერი ფერები (თქვენი გემოვნებით).

ზოდიაქოს ნიშნები:

დღევანდელი დღე ყველაზე კარგი და ხელსაყრელია მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულთათვის. შედარებით დაძაბული და საყურადღებოა ეს პერიოდი ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მეტი წინდახედულობა მართებთ მიმდინარე ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები