სასამართლო პროცესი, რომელზეც 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის საკითხს განიხილავენ, ხვალ გაიმართება.
თამარ საძაგლიშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებენ.
ის ადრე ფსიქიკური პრევენციის ცენტრში მკურნალობდა
"რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი, რა ხდება" - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს
მას გამოძიება 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა, ასევე დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.
შეგახსენებთ, პეკინზე 2 დღის წინ მცირეწლოვანს უცნობი ქალი მიეჭრა, სახის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.
ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის წარსულში შესაბამის მკურნალობას გადიოდა. დაკავებულის დედა კი მანამადე ამბობდა, რომ მის შვილს არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.
არ იცნობდა არც იმ ბავშვს და არც ოჯახს. ჯანმრთელობის არანაირი პრობლემაც არ ჰქონია.
"არ ვიცი, რა მოხდა, გავარკვევ და გეტყვით", - 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი 11:30 ჩანიშნული.