LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 დეკემბერს ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, მთაში – ქარბუქი და ზვავები

176

30 დეკემბერს ზღვაზე შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 30 დეკემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.

მოსალოდნელია ნალექი, 31 დეკემბერს და 1 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება ქარი.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი და თოვლის ზვავები, რამაც შესაძლოა  ფასანაური-კობის, სტეფანწმინდა-ლარსის და სხვა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვები გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g