მაღაზია PARFOIS მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე სეზონურ 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ბრენდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სეზონური ფასდაკლების აქცია ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
”ჩანთებისა და აქსესუარების პორტუგალიური ბრენდი PARFOIS საერთაშორისო კორპორაცია “აი სი არ“-მა 2011 წელს წარადგინა ქართულ ბაზარზე. PARFOIS 1994 წელს დაარსდა. ბრენდი თანამედროვე და გემოვნებიან ქალბატონებს მოდური აქსესუარებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.
PARFOIS საქართველოში 11 მაღაზიითაა წარმოდგენილი: თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში.