მაღაზია Uno Shoes მომხმარებლებს ”გლდანი მოლში” მდებარე ფილიალში, საზაფხულო კოლექციის ნაწილზე, 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიაში აღნიშნეს, ფასდაკლების აქცია მალე სხვა ფილიალებზეც გავრცელდება. Uno Shoes-ი მამაკაცისა და ქალის ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს წარმოგიდგენთ.
მათივე ინფორმაციით, ფეხსაცმლის შეძენა მსურველებს 4-180 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, ჩანთების კი 20-100 ლარის ფარგლებში. რაც შეეხება საფულეებს, მათი ფასი 5 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე აღწევს.
”Uno Shoes-ი მოდურ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ პროდუქციას გთავაზობთ. ახლახანს გაიხსნა ჩვენი ახალი ფილიალი ქალაქ რუსთავში. მაქსიმალურად ვცდილობთ, კლინტებს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში შევთავაზოთ”, – განაცხადეს მაღაზიაში.
Uno Shoes-ის ფილიალები სავაჭრო ცენტრ ”გლდანი მოლში”, პეკინის 14ბ ნომერში, რუსთაველის 38 ნომერში, ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთავში, მეგობრობის 16 ნომერში მდებარეობს.