LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება – „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია

206
„ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციისა და უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ,,ფიდელიტასი” თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ინფორმაციას მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ „პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, გიორგი ჩაკვეტაძის ინიციატივით, 30 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქართულ-უნგრული მეგობრობის ახალგაზრდული ბანაკი გაიმართება“.

„ბანაკი ქართველ ახალგაზრდებს ევროპული გამოცდილების გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს. ისევე როგორც, ეს პროექტი უნგრელ ახალგაზრდებს ქართულ გამოცდილებას გაუზიარებს.

ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება ტრენინგები და სემინარები, რომლებიც კონცენტრირებული იქნება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში და თანამედროვე ევროპული მიდგომები რეგიონული განვითარების მიმართულებით.

2025 წლის 17 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ფართომასშტაბიან პარტნიორობას, რომელიც მოიცავს ერთობლივი კონფერენციებისა და პროექტების განხორციელებას, მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების ორგანიზებასა და ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობას განათლების, კულტურის, სპორტისა და მოხალისეობის მიმართულებით.

თანამშრომლობას საფუძვლად უდევს საერთო რწმენა, რომ ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების უწყვეტი გაცვლა ქმნის მყარ საფუძველს მომავალი წარმატებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g